ამის შესახებ ბატალიონ "აიდარის" ერთ-ერთმა წევრმა უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვაზე, ქუთაისში განაცხადა.
"იქ იყვნენ გამოცდილი, სანდო ადამიანები, რომელთან ერთადაც არ გეშინოდა ბრძოლაში ყოფნა, მითუმეტეს, საშა იყო ჩვენს სერიოჟასთან ერთად, რომელსაც დინამიტს ვეძახდით, როცა ისინი ჩასაფრებაში მოხვდნენ საშა გადაეფარა მეგობარს და სამწუხაროდ, ორივე დაიღუპა. ბოდიშს ვუხდი ქართველ ერს, რომ ვერ შევძელით გმირის დაცვა",-განაცხადა ბატალიონ "აიდარის" ჯარისკაცმა
ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 18 დეკემბერს გარდაიცვალა. დღეს ის ქუთაისში დაკრძალეს