ფარული მოსმენებზე ნებართვის 654 მოთხოვნიდან, სასამართლომ 540 დააკმაყოფილა

ფარული მოსმენებზე ნებართვის 654 მოთხოვნიდან, სასამართლომ 540 დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 1 იანვრიდან 1 დეკემბრამდე, საქართველოს პროკურატურამ 654 შეაუმდგომლობით მიმართა, რათა "სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერის" ნებართვა მიეღო. აქედან სასამართლომ 540 შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების თხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს "ინტერპრესნიუსმა" მიმართა.

"2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პროკურატურიდან სულ შემოსულია 654 შუამდგომლობა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერის ნებართვის გადცემის შესახებ და განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედება "სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერისს" კანონიერად ცნობის მოთხოვნით. აქედან, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა 540 შუამდგომლობა. მათ შორის ზემოთ ხსენებული მოთხოვნით, 2014 წლის სექტემბერის, ოქტომბერისა და ნოემბრის თვეში შემოსულია 126 შუამდგომლობა და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა 74", - აცნობეს "ინტერპრესნიუსის" თბილისის საქალაქო სასამართლოს საიდუმლო საქმის წარმოების განყოფილებიდან.