უკრაინის შს მინისტრის მოადგილის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს. უკრაინული მედიის ცნობით, კაბინეტში დამონტაჟებულ კამერას დღე-ღამის განმავლობაში შეეძლო გადაეცა, როგორც ვიდეო, ასევე აუდიოსიგნალი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი ჩებოტარის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიღაც თანამშრომელი მეზობელი სახელმწიფოს ინტერესებზე მუშაობს.

სპეციალისტთა თქმით, მოსასმენი მოწყობილობის დამონტაჟებას რამდენიმე საათი დასჭირდებოდა.