გრიგოლაშვილს ძმათა სასაფლაოზე არ კრძალავენ, რაც თავდაცვის სამინისტროს დიდი სირცხვილია

გრიგოლაშვილს ძმათა სასაფლაოზე არ კრძალავენ, რაც თავდაცვის სამინისტროს დიდი სირცხვილია

გარდაცვლილი ქართველი სამხედროს, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიუსამძიმრეს.

დღეს ისინი ხარების ტაძარში მივიდნენ, სადაც გრიგოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გრიგოლაშვილს ძმათა სასაფლაოზე არ კრძალავენ, რაც თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დიდი სირცხვილია.

ბაქრაძის თქმით, კარგი იქნება, თუკი თავდაცვის სამინისტრო მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ოჯახის წინაშე ბოდიშს მოიხდის.

ალექსანდრე გრიგოლაშვილს ქუთაისში დაკრძალავენ. ის უკრაინაში 18 დკემბერს დაიღუპა.