სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი ესწრება

სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი ესწრება

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია გრძელდება.  ტაძარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც იმყოფებიან.

საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს, რომლის აღსაყდრების 37-ე წლისთავთან დაკავშირებითაც ტაძარში წმინდა სინოდის წევრები იმყოფებიან.

ტაძარი სადღესასწაულოდ არის მორთული, მათ შორის - პატრიარქის ტახტიც. მსახურების დასრულების შემდეგ, უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.