საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისიტროს დაკავებულ თანამშრომლებს სასამართლო გირაოს შეუფარდებს.
"მეც მაქვს სურვილი, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღეს წინასწარპატიმრობაში არიან, გირაო შეუფარდონ. ამასთანავე ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ მიმიდნარეობს გამოძიება და გამოძიებას თავის ინტერებსი აქვს. იმედი მაქვს, მას შემდეგ რაც გამოძიება ძირითად საკითხებს გაივლის, მათ გირაო შეეფარდებათ", -განაცხადა ირაკლიი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან.
პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი და საზოგადოების წარმომადგენლები დაკავებულებს თავდებში უდგებიან. განცხადება დღეს ადვოკატებმა გააკეთეს.