პარტია

პარტია "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში" შესაძლოა, აღმასრულებელი მდივნის პოსტი გაუქმდეს

როგორც ჟურნალისტებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა განუცხადა, აღმასრულებელი მდივნის მოვალეობას რეალურად გენერალური მდივანი ფარავს.

"როგორც იცით, "ქართულ ოცნებას" ჰყავს გენერალური მდივანი, აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა კი ჩვენს პარტიაში რამდენიმე თვის წინ შემოვიდა. მე ვერ ვხედავ აღმასრულებელი მდივნის პოსტის დაბრუნების აუცილებლობას თუკი გენერალურ მდივანს ექნება შესაძლებლობა, სრულად ჩაერთოს პარტიულ საქმიანობაში. გენერალური მდივანი რეალურად ფარავს ამ თანამდებობას, შესაბამისად, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რა თანამდებობები იქნება და რა ერქმევა, არამედ ის, როგორც ვიმუშავებთ და რას გავაკეთებთ", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

აღმასრულებელი მდივნის პოსტი "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში" რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და იგი პრემიერ-მინისტრი ნათესავმა ზვიად ჯანყარაშვილმა დაიკავა, თუმცა მან თანამდებობა მალევე დატოვა. პარტიის გენერალური მდივანი ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძეა.