ქუთაისის ხარების სახელობის ტაძარში უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ტაძარში შეკრებილები არიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მოქალაქეები.
ალექსანდრე გრიგოლაშვილს 15:00 საათზე, ქუთაისში დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა. 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.