სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მე-2 ბლოკით განსაზღვრული მიმართულებები და ამ მხრივ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საზღვრის მართვის, მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროებში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის შესახებ.