ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში დებატების გამართვას ითხოვს.
როგორც უმცირესობის წევრმა, გორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ქვეყანაში კორუფციული გარიგებები ხდება და ამაზე სასჯელი მხოლოდ სამსახურებიდან დამნაშავეების გათავისუფლებაა.
"საკანონმდებლო პროექტები და ინიციატივები, რეფორმები, რომელიც ტარდება უკუშედეგს იწვევს ყველა მიმართულებით. კორუფციამ შეჭამა უკვე სისტემები. ვხედავთ, რომ ტენდერი არ ტარდება თუკი არ არის გარკვეული, "ატკატი" ვისთან უნდა წავიდეს. არის უამრავი კორუფციული ქსელი, რომელიც გამოქვეყნებულია, გამოვლენიალია და რეაგირებას არავინ არ ახდენს. ეს არის სტანდარტი - იშოვე ფული, რამდენიც გინდა და მაქსიმალური სასჯელი არის სამსახურიდან გათავისუფლება. ეს არ არის ნორმალური. სწორედ ამიტომ არის, რომ ქვეყანა წინ არ მიდის. ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. გვაინტერესებს უმრავლესობის მხრიდან ამაზე რას ფიქრობენ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდს ასეთი უნიათო მდგომარეობა ქვეყანაში", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან.