პატრიარქის ღვაწლი ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე უდიდესია

პატრიარქის ღვაწლი ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე უდიდესია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ინტრონიზაციის 37-ე წლისთავს ულოცავს.

"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 37-ე წელი შესრულდა. "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მინდა მივულოცო პატრიარქს ეს დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. ილია მეორის ღვაწლი ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე უდიდესია", - აღნიშნულია ირაკლი ალასანიას მილოცვაში.