სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს საღმრთო ლიტურგია სრულდება. ტაძარში ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი  მივიდა, რომლის აღსაყდრების 37 წლის იუბილესთან დაკავშირებითაც  ტაძარში წმინდა სინოდის წევრები იმყოფებიან. 

ტაძარი სადღესასწაულოდ არის მორთული, მათ შორის  - პატრიარქის ტახტიც. 

დაახლოებით 12:00 საათისთვის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის სხვა წევრებს ელოდებიან. 

მსახურების დასრულების შემდეგ,  უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.