სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს დეკოლტით, დახეული და ღია ფერის შარვლით სამსახურში სიარული ეკრძალებათ

სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს დეკოლტით, დახეული და ღია ფერის შარვლით სამსახურში სიარული ეკრძალებათ

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს ღრმა დეკოლტითა და დახეული შარვლით სამსახურში სიარული ეკრძალებათ.

აკრძალვების შესახებ ბრძანება სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 22 დეკემბერს გამოსცა.

"მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურში გამოცხადდეს დახეული ან/და ღია ფერის შარვლით, ზომაზე მეტად მოკლე (მინიმალური სიგრძე 3-4 სანტიმეტრი მუხლის თავიდან) ქვედაბოლოთი ან/და კაბით, მკვეთრი ფერის სამოსით, ღრმა დეკოლტირებული ან/და გამჭვირვალე პერანგით, ღია ფერის სპორტული ფეხსაცმლითა და წვრილი ზონარის მქონე მკლავის კოფთით", - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.