კიევში უმაღლესი რადას დეპუტატებს ყუმბარა ესროლეს

კიევში უმაღლესი რადას დეპუტატებს ყუმბარა ესროლეს

კიევში, სასტუმრო "კიევთან" ახლოს, უცნობმა პირმა უმაღლესი რადას დეპუტატებს ყუმბარა ესროლა. უკრაინული მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა დეპუტატებს ყუმბარა ფეხებში ესროლა. დეპუტატებს შორის იყო უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი პარუბი. 

"უნიანის" ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ასევე ყუმბარა ესროლა მილიციელებს, რომლებიც მის დაკავებას შეეცადნენ. დაშავებულია ერთი მილიციელი. 
უკრაინული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა მიმალვა შეძლო.