საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობის დღესასწაულს ულოცავს.
"გულითადად გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ შესანიშნავ დღეს. ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ჩვენ ვუკავშირებთ განახლებისა და ნათელი მომავლის რწმენას. დაე, სიყვარული, კეთილდღეობა, მშვიდობა და ბედნიერება მოეტანოს ამ დღეს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოში", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.