ირაკლი ღარიბაშვილი - ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი შობის დიდი დღესასწაულია

ირაკლი ღარიბაშვილი - ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი შობის დიდი დღესასწაულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შობას ულოცავს ქრისტიანებს, რომლებიც ამ დღეს 25 დეკემბერს აღნიშნავენ. 

"დღეს ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი შობის დიდი დღესასწაულია. ყოველი შობა უკეთესი მომავლის იმედი და რწმენაა. ვუსურვებ ყველას, არ მოჰკლებოდეთ სიკეთე, სიყვარული, მშვიდობა და კეთილდღეობა", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.