დაახლოებით 14-15 წლის მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მთაწმინდაზე, ალ. ჭავჭავაძისა და ზუბალაშვილების კვეთაზე მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რომლის დროსაც ერთი არასრულწლოვანი მუცელში მძიმედ არის დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიაბებას გულისხმობს.