ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

"ეს-ესაა მინისტრთა კაბინეტმა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ეკა ზღულაძე დანიშნა. როგორც თავად ზღულაძემ თქვა, მისთვის ეს გაცნობიერებული არჩევანია და არა - ავანტიურა", - დაწერა უკრაინელმა მინისტრმა "ფეისბუქზე"

იმფორმაცია ამის შესახებ უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრმა პაველ როზენკომ "ფეისბუქით" გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეკა ზღულაძეს უკრაინის მოქალაქის პასპორტი დღეს პირადად გადასცა.

ეკა ზღულაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2006 წელს, 26 წლის ასაკში დაინიშნა. ზღულაძე ამ პოსტზე 2012 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.