სტრასბურგში პრეზიდენტის გამგზავრებასა და იქ სააკაშვილის ჩასვლას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს

სტრასბურგში პრეზიდენტის გამგზავრებასა და იქ სააკაშვილის ჩასვლას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს

სტრასბურგში გიორგი მარგველაშვილის გამგზავრების გადაწყვეტილებასა და იქ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.

"ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ. მიხეილ სააკაშვილს აქვს კერძო მოწვევა. მას სრული უფლებას აქვს, ღონისძიებას დაესწროს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ საქართველო წარმოდგენილი იქნება ქვეყნის მეთაურის მიერ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან სტრასბურგში ვინმეს ჩასვლა ან ჩაუსვლელობა კავშირში არ არის", - განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს მთავრობის წევრები არ დაესწრებიან, პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ეს არ არის ის ვიზიტი, რომელიც მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.

"ეს არ არის მოლაპარაკებები და არ ითვალისწინებს დიდი დელეგაციის ფორმატს. ეს არის წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება და ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი, მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.