ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეკითხვას, თუ ვინ მიემგზავრება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესზე დასასწრებად.
„ხელისუფლების წევრები რა თქმა უნდა, მიემგზავრებიან რატიფიკაციის პროცესზე“, - განაცხადა წულუკიანმა, თუმცა მინისტრმა ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასწრების შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხი არ გასცა.