სტუდენტურმა მოძრაობა "მწვანე მუშტმა" და საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა კულტურული მემკვდირეობის დაცვის სააგენტოს გერენალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის პრესკონფერენცია ხმაურითა და შეძახილებით ჩაშალეს.
სტუდენტური მოძრაობის წევრებმა პრესკონფერენციის მსვლელობისას ნიკოლოზ ანთიძე საყდრისთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს.
ნიკოლოზ ანთიძემ პრესკონფერენცია მალევე დატოვა.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ვაგრძნობინოთ საკუთარი პასუხისმგებლობა, ყველას გახსოვთ ვინ არის ორჯონიკიძე და ყველას გემახსოვრებათ ვინ არის ანთიძე. საქართველოს მასშტაბით ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველამ გაიგოს ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საყდრისის ნგრევას", - განაცხადა სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ.