სოზარ სუბარი - სააკაშვილს სადაც უნდა, იქ წავიდეს

სოზარ სუბარი - სააკაშვილს სადაც უნდა, იქ წავიდეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას საქართველოს პარლამენტიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრება. ამის შესახებ სოზარ სუბარმა თემის კომენტირებისას განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ რატომ არ დაესწრება რატიფიცირების პროცესს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. 

"მე, რამდენადაც ვიცი, საქართველოს პარლამენტიდან მიდის საკმაო წარმომადგენლობითი დელეგაცია. ეს არის ევროპარლამენტი და სწორედ ეს არის განსაზღვრული ევროპარლამენტის რაღაც რეგულაციებით", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა რატიფიცირების პროცესს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწროს, სოზარ სუბარმა უპასუხა- ,"სადაც უნდა, იქ წავიდეს". 

ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტიდან ორი კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან. 

ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.