საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც„რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ, 2004-ში ჩავიბარეთ ქვეყანა ცარიელი ხაზინით, რომელიც ენერგეტიკულად მთლიანად რუსეთზე იყოდამოკიდებული, მიბმული იყო რუსულ ბაზარზე და ლარი ჩამოკიდებული იყო რუბლის კურსზე, შესაბამისად,რუბლთან ერთად დაეცა 1998 წელს.
2012 წელს, ახალ მთავრობას ჩვენ გადავაბარეთ ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკულად სრულიად დამოუკიდებელიიყო, რუსეთი აღარ შედიოდა სავაჭრო პარტნიორების პირველ ხუთეულშიც კი, და მათ დავუტოვეთ მრავალგზისგაზრდილი სავალუტო რესურსები, ასევე რამდენიმე მილიარდიანი თავისუფალი, ზედმეტი თანხა ბიუჯეტში.ივანიშვილის მმართველოვის 2 წლის თავზე ჩვენ ისევ მივებით რუსულ ბაზარს, ესეიგი ლარი დამოკიდებულიგახდა ხელახლა რუბლის რყევებზე, ბიუჯეტში საერთო ჯამში 1,5 მილიარდიანი გარღვევაა და უახლოესიმომავალი სრულ ეკონომიკურ კოლაპსს გვიქადის.
წარსულში დაბრუნება არ შეიძლება დავუშვათ! ვინაიდან იქიდან ხელახლა გამოსვლა ნებისმიერი შემდგომიმთავრობისთვის ურთულესი ამოცანა იქნება. მჯერა, რომ ამას ჩვენი საზოგადოებაც კარგად ხვდება,განსაკუთრებით, პუტინის რუსეთის გარდაუვალი კრახის ფონზე,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.