პაკისტანის ქალაქ პეშვარაში სამხედრო სკოლაზე "თალიბანის" მებრძოლების თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 141 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 132 ბავშვი და სკოლის ცხრა თანამშრომელი.
"ბიბისის" ინფორმაციით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადა.
ადგილობრივი არმიის განცხადებით, სკოლაზე თავდასხმა "თალიბანის" შვიდმა მებრძოლმა განახორციელა. სპეცოპერაციის შედეგად შვიდივე მათგანი ლიკვიდირებულია. სამხედრო სკოლა თავდამსხმელებს 8 საათის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული.
"ბიბისის" ცნობით, თავდასხმის შედეგად 125 ადამიანია დაჭრილი.
"თალიბანის" პრესპიკერის მოჰამედ ხურასანის განცხადებით, დაჯგუფების მებრძოლები "იძულებული" იყვნენ განეხორციელებინათ სკოლაზე თავდასხმა არმიის შეტევებზე საპასუხოდ.