აბასთუმანში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მშობლების კუთვნილი სახლი გაქურდეს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა სახლიდან ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს. მერაბიშვილების სახლში მძარცველები სავარაუდოდ გვერდით მდებარე სახლიდან შევიდნენ.
სახლის გაქურდვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა. საქმე უკვე გახსნილია, ამოღებულია ნივთმტკიცებები.