ჯებ ბუში აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ჯებ ბუში აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის,  ჯორჯ ბუშ უფროსის ვაჟი ჯებ ბუში ამერიკის მომავალი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს, რომელიც 2016 წელს გაიმართება. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. 

ჯებ ბუში "რესპუბლიკელების" პირველი კანდიდატი იქნება. ის 61 წლისაა. 1999 წლიდან 2007 წლამდე ფლორიდის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

ჯებ ბუში "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ადასტურებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრის კენჭს. ამასთან, მისი ძმა, აშშ-ის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი აცხადებს, რომ ჯები არჩევნებზე ჰილარი კლინტონს მოუგებს.