მიხეილ გიორგაძეს საყდრისის საკითხზე პატრიარქთან შეხვედრა სურს

მიხეილ გიორგაძეს საყდრისის საკითხზე პატრიარქთან შეხვედრა სურს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს საყდრისის საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრა სურს. 

როგორც გიორგაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ის აღნიშნულთან დაკავშირებით უწმინდესის პასუხს ელოდება.

"ჩემთვის უაღრესად მნიშნელოვანია პატრიარქის აზრი და პოზიცია. მე ველოდები მასთან შეხვედრას. ცხადია, ეს მის ნებაზეა დამოკიდებული. ვეცდები, რომ მას საქმის დეტალები ავუხსნა", - აღნიშნა გიორგაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ საყდრისის გადარჩენის კომიტეტი თანამდებობიდან მის გადადგომას ითხოვს, კულტურის მინისტრის განმარტებით, პასუხისმგებლობას არ გაურბის. 

"მე პასუხს ვაგებ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ჩემ ქმედებაზე. არასდროს გავურბოდი და მომავალშიც არ ვაპირებ რაიმე საკითხზე მსჯელობას გავექცე. აქციაზე, რომელიც სამინისტროსთან გაიმართა, მე არ მოვერიდე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შევხვედროდი. მე არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას. მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში და ნებსმიერ საკითხზე, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს ის, ვისაუბრო და მსჯელობაში მივიღო მონაწილეობა", - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.