საქართველოს პრეზიდენტი ებრაელ ხალხს ხანუქას  დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს - გამარჯვების, კურთხევისა და განახლების ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ებრაული თემის დაუღალავი გარჯა ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობისთვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადობრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას თქვენ და თქვენს ოჯახებს.