უკრაინული მედია ჯანდაცვის ქართველი მინისტრის ქონებას აქვეყნებს

უკრაინული მედია ჯანდაცვის ქართველი მინისტრის ქონებას აქვეყნებს

უკრაინული მედია ჯანდაცვის ქართველი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის საშემოსავლო დეკლარაციას აქვეყნებს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, 2013 წელს კვიტაშვილის შემოსავალმა 76,6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. მინისტრის მიერ მითითებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავალი საქართველოდან მიიღო. მისი ოჯახის წევრთა შემოსავალი კი 36 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

მინისტრის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი 1162 კვ.მეტრის ფართობით და ბინის ფართი 132 კვ.მ.

მინისტრი ფლობს 2008 წლის ავტომანქანას "Hyundai Tucson".