ზურა მიქაძე ბუტა რობაქიძის მამას პროკურატურაში უჩივის

ზურა მიქაძე ბუტა რობაქიძის მამას პროკურატურაში უჩივის

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ მიქაძე სოსო რობაქიძეს უჩივის. განცხადება მიქაძემ რობაქიძის წინააღდეგ პროკურატურაში უკვე შეიტანა. საქმე ეხება გუშინ საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც რობაქიძემ მიქაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ზურაბ მიქაძე რობაქიძის მიმართ საქმის აღძვრას 365-ე მუხლით მოითხოვს, რაც ბრალდებულის მიმართ ზეწოლას ითვალისწინებს.

„არ ვაპირებ არავისთან არასამართლებრივ სივრცეში ბრძოლას. ეს ხალხი ჩვენთან სამართლებრივ დავაში არ შემოდის და არ უნდა, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოხდეს ამის განხილვა. ვარ სამართალდამცავი სტრუქტურებიდან წამოსული ადამიანი, ვარ და ვრჩები პოლიციელად მთელი ჩემი განწყობით და ქუჩურ გარჩევებს ვერავის დავუწყებ,“ - განაცხადა მიქაძემ.