სასჯელაღსრულების მინისტრის პასუხი სახალხო მდაცველს-თითოეულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება

სასჯელაღსრულების მინისტრის პასუხი სახალხო მდაცველს-თითოეულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება. გიორგი მღებრიშვილი ციხეებში პატიმართა სუიციდისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სახალხო დამცველის შენიშვნებს პასუხობს.მინისტრის განმარტებით, ძიებაშია არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი და გამოძიების შედეგი საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება.

„თითოეულ ფაქტზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება იმ ფაქტს, რასაც სახალხო დამცველი ხაზს უსვამს. შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა სუიციდის, შარშან ექვსი იყო,“ - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა დღეს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ კვლავ პრობლემად რჩება ციხეებსი არასათანადო მობყრობის ფაქტები. ნანუაშვილის განცხადებით, ასევე გაზრდილია სუიციდის შემთხვევბიც. გარადა ამისა ნანუაშვილი ამბობს, რომ წლის განმავლობაში სახახლო დამცველის 131 -ი რეკომენდაციიდან სახელმწიფო უწყებების მიერ გატვალისწინებული მხოლოდ 38-ი რეკომენდაციაა. ძირითადი პრობლემები კი რეკომენდაციების არ გათვალისწინების კუთხით კვლავ ძალოვან უწყებებშია.