საჯარო მოხელეთა ანაზღაურების დაფინანსება ბიუჯეტს,17 მილიონით მეტი უჯდება

საჯარო მოხელეთა ანაზღაურების დაფინანსება ბიუჯეტს,17 მილიონით მეტი უჯდება

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საჯარო სექტორში შრომითი ანაზაღაურებისთვს განკუთვნილი ბიუჯეტის 360 მილიონი ლარით გაზრდის მიზეზებით ინტერესდება. არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო სამსახურების სახელფასო და საშტატო ნუსხები შეისწავლა. დასკვნის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების დაფინანსება 360 მილიონით, შტატების რაოდენობა კი 2 ათასით არის გაზრდილი. ორგანიზაციასი განმარტავენ, რომ არსებული მონაცემებით, საჯარო მოხელეთა ანაზღაურების დაფინანსება ბიუჯეტს, დღეის მდგომარეობით 17 მილიონი ლარით მეტი უჯდება.

„რაოდენობის მიხედვით ეს არის დაახლოებით 2 ათასი საჯარო მოსამსახურე დამატებით. მხოლოდ სახელფასო ხარჯი აი ამ მონაცების გათვალისწინებით, დაახლოებით, დამატებით 17 მილიონია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იმის შანსი, რომ ეს იყოს ბოროტად და არამიზნობრივად გამოყენებული, არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ჩიხლაძემ.