ნინო ქადაგიძე-ჟვანია საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის

ნინო ქადაგიძე-ჟვანია საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის.

როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარგველაშვილისთვის ზურაბ ჟვანია არ არის სპეკულირების საგანი და ყოფილი პრემიერის წარმოჩენას ყოველთვის პოზიტიური მხრიდან ცდილობს.

"არ წყდება ლაპარაკი ზურას გარდაცვალებაზე, სინამდვილეში კი, გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რასაც ზურა აკეთებდა, როგორც პოლიტიკოსი, როგორც საზოგადო მოღვაწე. მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს გაუთავებელი ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მეხსიერებაში არის ის, რასაც ზურა აკეთებდა. ალბათ, ძალიან ბევრს მოგვცემს იმის გააზრება, თუ რას აკეთებდა ზურა, როგორც პოლიტიკოსი. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ეს ახალგაზრდებისთვის, ვისაც ზურა არ უნახავს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს იმისთვის, რომ როგორც ყოველთვის ზურას დაბადების დღეზე ჩვენს გვერდით არის და სწორედ პოზიტიური მხრიდან ცდილობს მის წარმოჩენას. ზურა მისთვის არასდროს არ არის სპეკულირების საგანი, არამედ ის ყოველთვის ცდილობს მისი ფასი შეაფასოს და წარმოაჩინოს",- განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალების შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამრჯვების ორდენი მიანიჭა.