თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, რადგან ადვოკატებს მუშაობის საშუალება მიეცათ, მისთვის მთავარია, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე სიმართლე სასამართლოში გაცხადდეს.
„სამწუხაროა, რომ პროკურატურა ივანიშვილის ხელში პროკურატურა ზეწოლის იარაღად ყოფნას აგრძელებს, მაგრამ ქვეყანა ჩალით არაა გადაფარული. მე დარწმუნებული ვარ, რომ სრული სიცხადე შევა ყველა საქმეში და ეს უდანაშაულო ბიჭები საპყრობილეს დატოვებენ. და ის, ვინც პოლიტიკური დაკვეთა მისცა და შემდგომ შეასრულა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა ალასანიამ.