პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის, საქართველოს ევროინტეგრაციისა და ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე, ქალიშვილი ანა ჟვანია, დედა რემა ჟვანია და ძმა გოგლა ჟვანია იმყოფებოდნენ.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა დიდუბის პანთეონში კიდევ ერთხელ მიაგო პატივი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრის, სახელმწიფო მოღვაწისა და მეგობრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას.

ზურაბ ჟვანიას დღეს 51 წელი შეუსრულდებოდა.