ირაკლი გვარამაძემ გათავისუფლება თავად მოითხოვა

ირაკლი გვარამაძემ გათავისუფლება თავად მოითხოვა

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური შემოსავლების სამსახურის უფროსის, ირაკლი გვარამაძის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, გვარამაძემ გათავისუფლება თავად მოითხოვა.

"შემოსავლების სამსახურის უფროსმა თხოვნით მოგვმართა. ძალიან რთული სამუშაოა. ბატონ ირაკლი გვარამაძის თხოვნა დავაკმაყოფილეთ. მადლობა მინდა ვუთხრა მას გაწეული სამუშაოსთვის. ერთ-ერთი დამსახურება ირაკლისიცაა, რომ საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, მინისტრების დონეზე საკადრო ცვლილებების განხორციელების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

"მთავრობა მუშაობს ეფექტიანად და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამოცანას შევასრულებთ, რომლებიც მთავრობის წინაშეა დაკისრებული", - აღნიშნა ხადურმა.