იყო ბევრი გმირობა, დარჩა დიდი ტკივილი, მაგრამ მიხარია, რომ ვდგამთ ნაბიჯს ჭრილობების მოსაშუშებლად

იყო ბევრი გმირობა, დარჩა დიდი ტკივილი, მაგრამ მიხარია, რომ ვდგამთ ნაბიჯს ჭრილობების მოსაშუშებლად

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ ხალხს, ვინც თავისი სიცოცხლე შეწირა ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და სიძლიერეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის ახლობლებს მიუსამძიმრა.

"ყველას გვახსოვს, რომ იყო ბევრი გმირობა, დარჩა დიდი ტკივილი, მაგრამ მე მიხარია, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ამ ჭრილობების მოსაშუშებლად. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ ადამიანების გადმოსვენებაში და ვინც მონაწილეობს ჩვენი საერთო ტრაგედიის ჭრილობის მოშუშებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ვასიკო     და ნუკრი წიკლაურებს, ასევე თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილებს სამხედრო პატივით დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.