სამების ტაძარში ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი ესწრება

სამების ტაძარში ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი ესწრება

სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას ერთი ოჯახიდან დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის: ვასიკო და ნუკრი წიკლაურების და თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ესწრებიან.

ოთხივე მებრძოლს სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ბაბუშერას აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა.

ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ეგზჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა.

იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.