თეა წულუკიანის აზრით, პარლამენტსა და პარტიულ სიებში ქალთა კვოტები კანონით უნდა დადგინდეს

თეა წულუკიანის აზრით, პარლამენტსა და პარტიულ სიებში ქალთა კვოტები კანონით უნდა დადგინდეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ პარლამენტსა და პარტიულ სიებში ქალთა კვოტები კანონით უნდა დადგინდეს.

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის დაკანონება დროებითი ზომის სახით იმისთვის უნდა მოხდეს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს.

"ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში უმნიშვნელოვანესია ყველა თანამედროვე ტიპის სახელმწიფოში. ასეა ჩვენთანაც, მაგრამ საქართველოში ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ხელისუფლების ყველა შტოს და საზოგადოების მხრიდან. ყველა ქალმა უნდა იაქტიუროს ამ უფლების დასაცავად, მაგრამ ამავე დროს რეალურად ჩვენ გვჭირდება მამაკაცები, რომლებიც ქალთა უფლებებზე იზრუნებენ, მათ გარეშე ეს საკითხი ვერ მოგვარდება. წლების განმავლობაში მე ვარ უმცირესობაში, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ დიახ, ვემხრობი ქვეყანაში ინსტიტუციური კულტურის შეცვლას და იმას, რომ კანონით დადგინდეს კვოტები ქალებისთვის – რამდენი უნდა იყოს პარლამენტში ან თუნდაც პარტიულ სიებში. ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრაქტიკის დონეზე რეგულირდება და ამ პრაქტიკას არავინ არ არღვევს, მაგრამ ჩვენ ეს პრაქტიკა არ გვაქვს, არც გვქონია და ამიტომაც ვფიქრობ, დროებითი ზომის სახით კანონით უნდა იყოს შემოტანილი ამგავრი კვოტები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის აზრით, საქართველოში ძალიან ბევრი ქალია, რომელსაც აქტიურობა სურს.

"მათ ამისთვის უნდა შევუქმნათ ყველანარი პირიობა", - აღნიშნა წულუკიანმა.