ჟენევაში ყურადღების ცენტრში უნდა იყოს ჰუმანიტარული მდგომარეობაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი

ჟენევაში ყურადღების ცენტრში უნდა იყოს ჰუმანიტარული მდგომარეობაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი

ამერიკის შეერთებული შტატები არ აღაირებს ე.წ. შეთანხმებას, რომელიც დაიდო რუსეთსა და აფხაზეთს შორის,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე კომენტირების კონტექტსში განუცხადა.

ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ 30-ე რაუნდის ფარგლებში მონაწილეების ყურადღების ცენტრში იყოს არა მხოლოდ მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები, არამედ ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი.

"ეს 30-ე რაუნდი გახლავთ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჯერ შედეგი არ ვიცით. ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატები კარგად არის ინფორმირებული, რამდენიმე კვირის მოვლენების შესახებ და ჩვენი პოზიცია ამ მხრივ არის მკაფიო – ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. შეთანხმესბას რომელიც დაიდო რუსეთსა და აფხაზეთს შორის, არ ვაღიარებთ მის ლეგიტიმურობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეების ყურადღების ცენტრში იყოს არა მხოლოდ მაღალი პოილიტიკური მნიშვნელობის საკითხები, არამედ ის ჰუმანტირული მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ადგილზე და რომელიც საკმაოდ რთულია", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.