რუსეთს რეგიონში უფრო მზაკვრული და ფართომასშტაბიანი გეგმა გააჩნია

რუსეთს რეგიონში უფრო მზაკვრული და ფართომასშტაბიანი გეგმა გააჩნია

ჩვენი დიპლომატიური და პოლიტიკური ინსტებლიშმენტი ამ გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშს, წარმატებით გაართმევს თავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟენევის მოლაპარაკებებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა დიპლომატიამ უნდა ეცადოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად შეინარჩუნოს ფორმატები, სადაც ბევრი მოთამაშე იქნება ჩართული და უფრო ბევრი პოლიტიკური რესურსი ექნება ქართულ მხარეს მობილიზებული.

მისივე თქმით, რუსეთს გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი და მზაკვრული გეგმები აქვს, ვიდრე ის ხელმოწერაა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმდა.

"1990 წლიდან რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ თამაშობს სტრატეგიულად თავისთვის მისაღებ თამაშს და არ შეიძლება მხოლოდ იმით ვიხელმძღვანელოთ, რაც ზედაპირზე ჩანს. რუსეთს უფრო მზაკვრული და ფართომასშტაბიანი გეგმა გააჩნია რეგიონში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.