მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლს ძებნა ჯერ არ გამოუცხადებია

მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლს ძებნა ჯერ არ გამოუცხადებია

მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლს ძებნა ამ დრომდე არ გამოუცხადებია. როგორც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ინტერპოლს ქართულმა მხარემ მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

"პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლს და ველოდებით გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე ინტერპოლს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.