თეა წულუკიანი - პროცედურა, რომელიც გიორგი კალანდაძის დაკავებისას ჩავატარე, დღესაც მეამაყება

თეა წულუკიანი - პროცედურა, რომელიც გიორგი კალანდაძის დაკავებისას ჩავატარე, დღესაც მეამაყება

გენერალი გიორგი კალანდაძე მე დავაკავე ღირსების დაცვით და პროცედურა, რომელიც დაკავებისას ჩავატარე, დღესაც მეამაყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. მინისტრი კალანდაძის სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა. 

წულუკიანის განმარტებით, მისთვის, როგორც მხარისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილება სასიხარულოა. 

"გიორგი კალანდაძეს სააპელაციო სასამართლომ არ დაუკმაყოფილა ჩემს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. როგორც იცით, ის დაობდა იმაზე, თითქოს მე მისი ღირსება შევულახე, მე კი პირიქით ვფიქრობ, როცა ის დავაკავე, როგორც გენერალურმა პროკურორმა, დავაკავე ღირსების დაცვით და პროცედურა, რომელიც დაკავებისას ჩვატარა დღესაც მეამაყება. ეს იყო ადამიანის უფლებების დაცვით ჩატარებული პროცედურა, ისეთი პროცედურა, რომელიც არ ლახავს გენერლის ღირსებას, მაგრამ რატომღაც მან სხვაგვარად ჩათვალა და სასამართლოში იჩივლა. გიორგი კალანდაძემ განიცადა სამართლებრივი კრახი, რაც ჩემთვის, როგორც მხარისთვის, სასიხარულოა", - განაცხადა წულუკიანმა.