ქართული ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით მიემგზავრება

ქართული ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით მიემგზავრება

ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე დღეს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის გაცილების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მისი მოადგილეები, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრებიან.