„საგანგაშოა, რომ რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სამხედრო საველე წვრთნები დაიწყო“

„საგანგაშოა, რომ რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სამხედრო საველე წვრთნები დაიწყო“

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

როგორც მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შექმნილ ვითარებაში რუსეთის ქმედებების პოლიტიკური და სამართლებრივი  შეფასება, ასევე სათანადო რეაგირება მნიშვნელოვანია.

თამარ ბერუჩაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციის მიმართულებით, გერმანია საქართველოს მხარს დაუჭერს.

„შეშფოთებას ზრდის ის ფაქტი, რომ მოსკოვი ახლო მომავალში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც გეგმავს ე.წ. ხელეკრულების გაფორმებას, უფრო მასშტაბური ინტეგრაციის კონტექსტში“,-განაცხადა ბერუჩაშვილმა