რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების შეცვლაა.
"ამ თეზისს ბოლო პერიოდში საჯაროდ ვაცხადებდით. მიუხედავად აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უარყოფისა, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთში მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ფონის შექმა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში შედის", - აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აშშ-ი განაგრძობს მოკავშირეებისთვის ხელების გადაგრეხას, რათა მათ მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და ანტირუსულ ფრონტს.