ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინამიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ. არ ვაღიარებ ამ შეთანხმებას“,-განაცხადა შტაინმაიერმა
შტაინმაიერმა ასევე გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობა არასდროს ყოფილა.