საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების მომხრეა.
როგორც ჰერმანმა ხვალისთვის დაგეგმილი მოლაპარაკებების 30-ე რაუნდის კომენტირებისას განაცხადა, ჟენევის ფორმატი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც მხარეებს შორის კომუნიკაცია არსებობს.
"არ მინდა ხვალინდელი მოლაპარაკებების მოლოდინებზე წინასწარ ვისაუბრო, თუმცა როგორც ევროკავშირის ელჩმა, შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემების გადასაჭრელად კომუნიკაციის არხების შენარჩუნება აუცილებელია. ჟენევის მოლაპარაკებები კი ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც მხარეებს შორის კომუნიკაცია არსებობს. ჩვენ ამ ფორმატის შენარჩუნების მომხრე ვართ" - განაცხადა ჰერმანმა.