პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებებლი შეხვედრა გამართა

პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებებლი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილმა და ტოივო კლაარმა შეხვედრისას საქართველოში ევროკავშირის მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, კერძოდ, მხარეებმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულებაზე იმსჯელეს.

შეხვედრა გამოსამშვიდობებელი ხასიათის იყო და გიორგი მარგველაშვილმა ტოივო კლაარს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.