ვეცდები, დავბრუნდე ჯანმრთელად და დამხვდით ჯანმრთელები, ნახვამდის

ვეცდები, დავბრუნდე ჯანმრთელად და დამხვდით ჯანმრთელები, ნახვამდის

ვეცდები, დავბრუნდე ჯანმრთელად და დამხვდით ჯანმრთელები, ნახვამდის, - ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კოლეგებს რამდენიმე დღით დაემშვიდობა.

როგორც უსუფაშვილმა ბიუროს წევრებს აცნობა, დღეიდან პარლამენტის მუშაობას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გაუძღვება და თავად კი საპარლამენტო საქმიანობას მომავალი კვირის ბოლოს დაუბრუნდება.

როგორც "ინტერპრესნიუსმა" გაარკვია, პარლამენტის თავმჯდომარე სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით რამდენიმე დღით ლიტვაში მიემგზავრება.